ზურაბ ჭიაბერაშვილი - საკარანტინო სივრცეები უნდა გამოვიყენოთ არა ინფიცირებულების ჩასაკეტად, არამედ რისკჯგუფებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით უნდა იყვნენ იზოლირებულნი

საკარანტინო სივრცეები უნდა გამოვიყენოთ არა ინფიცირებული ადამიანების ჩასაკეტად, არამედ რისკჯგუფებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით უნდა იყვნენ იზოლირებულნი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მან 112-ის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯების გეგმა წარადგინა. მისი თქმით, სწრაფი რეაგირებისთვის ცხელი ხაზის და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება არის აუცილებელი.

„საზოგადოებაში ვხედავთ მომატებულ შფოთვას, როცა სეზონური გრიპის პირობებში ადამიანებმა არ იციან კორონავირუსი სჭირთ თუ სეზონური გრიპია. იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ამას სჭირდება სწრაფი რეაგირების მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ „ცხელი ხაზი“ მუშაობდეს გამართულად, პასუხობდნენ სწრაფად და პასუხობდნენ ოჯახის ექიმები, რადგან თუ ეს ვირუსი უმეტეს ნაწილში უნდა იმართოს სახლში, ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება დაუყონებლივ ოჯახის ექიმის კონსულტაცია მიიღონ.

ამავდროულად აუცილებელია, რომ პირბადის ტარება გახდეს სავალდებულო, რათა შევაჩეროთ ვირუსის გადაცემის სიჩქარე.

ამასთან, დღეს ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების დაცვა. ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ მათ ოჯახში მყოფი მოხუცი ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი სრულფასოვან იზოლაციაში ჰყავდეს, ამიტომ თუ ისინი ნებაყოფლობით გამოთქვამენ სურვილს, აუცილებელია, რომ ეს ადამიანები განთავსდნენ საკარანტინო სივრცეებში. საკარანტინო სივრცეები უნდა გამოვიყენოთ არა ინფიცირებული ადამიანების ჩასაკეტად, მათ უნდა მივცეთ ბინაზე და ჰოსპიტალში მკურნალობის საშუალება, არამედ რისკჯგუფებისთვის, რომლებიც სრული დაცვით უნდა იყვნენ სათანადოდ იზოლირებულნი, რა თქმა უნდა, ისევ გავიმეორებ - ნებაყოფლობით, რომ ავიცილოთ მაღალი სიკვდილიანობა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა