შიდა ქართლს ორი სპეციალიზებული კოვიდკლინიკა შეემატება

ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის და კოვიდშემთხვევების მკვეთრი მატების გამო, კვირის ბოლომდე შიდა ქართლს ორი სპეციალიზებული კოვიდკლინიკა შეემატება.

სამედიცინო ქსელ „გორმედის" ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოსა და გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კორპუსში კოვიდპაციენტებისთვის სტაციონარები განთავსდება. მთლიანობაში ორივე კლინიკა 135 მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის მართვას შეძლებს.

როგორც ჟურნალისტებთან „გორმედის" ქსელის დამფუძნებელმა გია სვანაძემ განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებების კოვიდკლინიკებად გადაკეთება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით და მათი ზედამხედველობით მიმდინარეობს.

სვანაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მოწყობაზე კონტროლს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციზებული ოპერატიული ჯგუფები ახორციელებენ. სვანაძის განცხადებით, ორივე კლინიკა სრულად არის აღჭურვილი იმისთვის, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მართვა სრულფასოვნად მოხდეს.

„კვირის ბოლომდე, პარასკევს, რეგიონს შეემატება ორი კოვიდკლინიკა. ერთი განთავსდება ხაშურში, სადაც „გორმედის" ქსელის კლინიკური საავადმყოფო მთლიანად დაეთმობა კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვას და მეორე - გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კორპუსში. მთლიანობაში, 135 საწოლზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურის და დამატებითი აღჭურვილობის მოწყობა ამ წუთებში მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალიზებული ჯგუფების ზედამხედველობით. რაც შეეხება სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს, სამედიცინო ქსელი ჩვეულ რეჟიმში უზრუნველყოფს მათ მართვას როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად, ამის რესურსი გაგვაჩნია", - განაცხადა გია სვანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა