ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორმოცდაათ ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება საზეიმო ვითარებაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლება გახსნეს.

მათივე ინფორმაციით, ფრეზეთის დევნილთა დასახლებას ამ დრომდე საბავშვო ბაღის საკუთარი შენობა არ გააჩნდა. შენობა ერთ სართულიანია და ის აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ესაჭიროებათ. აღნიშნული დაწესებულების მშენებლობის დაფინანსება განხორციელდა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ასევე მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს იაპონიის საელჩომ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.შენობა ინვენტარით აღჭურვა დანიის ლტოლვილთა საბჭომ.

ახლად აშენებული საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს მცხეთა- მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შესრულებელი მანანა ნარიმანიძე, დანიის დევნილთა საბჭოს წარმომადგენლები, დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი -ბესარიონ სიმონიშვილი, მოადგილე - გიორგი მანჯავიძე და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ესწრებოდნენ.

„ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში წლების განმავლობაში პატარები კოტეჯში სწავლობდნენ, დღეს კი თქვენ ხედავთ ახალ, ევროპული სტანდარტების შენობას,სადაც ბავშვებს ყველა პირობა დახვდებათ იმისთვის, რაც მათი განვითარებისთვის არის საჭირო,“-განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა