საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის მხარის ინიციატივით შედგა.

კრემლის ცნობით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სიტუაცია.

მაკრონს ვლადიმერ პუტინმა ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც გადაიდგა საბრძოლო მოქმედების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ხაზი გაესვა 10 და 17 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების დაცვის მნიშვნელობას.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გაგრძელდეს საფრანგეთისა და რუსეთის მჭიდრო კოორდინაცია როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფარგლებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა