გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში 28 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია.

“დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 93 დევნილი ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ, გადაეცემათ. სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში (აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში, 21-22 ოქტომბერს გაიმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი