ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 61 ინფიცირებულიდან არის როგორც საშუალო, ასევე უმცროსი რგოლის მედპერსონალი.

„დღეს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დადებითობის პროცენტი საკმაოდ მაღალია. ადამიანებს პირდაპირ უნდა მოვუწოდოთ, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს კოვიდი, უნდა დავრჩეთ სახლში, გვქონდეს კონტაქტი ოჯახის ექიმთან ან 112- თან, თუ ისინი გვეტყვიან, რომ საჭიროა ტესტის გაკეთება, უნდა წახვიდეთ ტესტის გასაკეთებლად და პასუხის მოსვლამდე, სასურველია იყოთ იზოლაციაში, ექიმის რეკომენდაციების მიხედვით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა