ამირან გამყრელიძე - სამხრეთ კორეის წარმოების ტესტები გვაქვს - ამ ეტაპზე ის გამოყენებული იქნება „ცხელების კლინიკებში“, შესაძლოა, მისი მოხმარების არეალი გაფართოვდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხელების კლინიკებში სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განუცხადა, აღნიშნულის თაობაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც გამყრელიძე ამბობს, სამომავლოდ სწრაფი ტესტების მოხმარების არეალი შეიძლება კიდევ გაფართოვდეს.

„საკმაოდ დაიხვეწა უკვე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები მსოფლიოს მასშტაბით , ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასტური მისცა რამდენიმე კომპანიის წარმოების სწრაფ ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, მათ შორის, მათ, რასაც საქართველო ყიდულობს. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს სამხრეთ კორეის წარმოების ტესტები, რომელიც აღიარებულია ამ მაღალი ავტორიტეტის მქონე მარეგულირებლების მიერ. მას იცით, რომ ვიყენებდით ძირითადად ტრაილერების მძღოლებზე, ახლა იყო მსჯელობა, როცა გახშირდა შემთხვევები, რომ ის ასევე აუცილებელია სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის და გამოყენებული იქნება ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში სწორედ ამ ტრიაჟისთვის. როცა შედის სასწრაფოთი ან თვითდინებით ადამიანი ცხელების კლინიკაში, მას სწრაფი ტესტი გაუკეთდება და ის 15 -20 წუთში იძლევა პასუხს, თუ დადებითია, ეს ნიშნავს, რომ არის კოვიდი, თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ არ არის კოვიდი. ამ ეტაპზე ის გამოყენებული იქნება ცხელების კლინიკებში, ხოლო შემდგომ ეტაპზე შეიძლება გაფართოვდეს მისი მოხმარების არეალი,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა