პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი - მაქსიმალურად შევეცდები დავეხმარო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარებასა და წინსვლაში

KIU-ს საპატიო პრეზიდენტის, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ ის კავკასიის რეგიონში პირველი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწყობილი უნივერსიტეტია. მისივე განმარტებით, ის სტუდენტებს მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და ასევე, მეწარმეობის მიმართულებით მოამზადებს.

„მე, როგორც ამ ახალი თანამედროვე უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს, მსურს მივულოცო ქვეყანას და განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ თქვენ, სტუდენტებო! ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა თქვენთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მაქსიმალურად გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს მოუყრის თავს და მოამზადებს ახალგაზრდა თაობას, რაც არის საუკეთესო შესაძლებლობა, მომსახურება და სერვისი, რომელიც შეიძლება, ქვეყანამ მიიღოს, რომელსაც ესაჭიროება ტექნიკური გამოცდილება და ექსპერტები იმისთვის, რომ უფრო მეტი საერთაშორისო ტექნნოლოგიური კომპანიები შემოიყვანოს ქვეყანაში.

მე მიმაჩნია, რომ ამას, ასევე, ადასტურებს შესანიშნავი აკადემიური პერსონალის არსებობა, პროფესორები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, რომლის პრეზიდენტობის პატივი მე 24 წლის განმავლობაში მქონდა. მე ჩემი მხრივ მაქსიმალურად შევეცდები დავეხმარო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარებასა და წინსვლაში,“- განაცხადა ვოლფგანგ ჰერმანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს