ლაშა დარსალია - აზერბაიჯანულ მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განიხილონ აღნიშნული რუკა

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოიკითხა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში კომისიის მუშაობის საკითხს ეხებოდა.

"ინფორმაცია ეხებოდა კომისიის მუშაობას ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში, რაც მოიცავს შარშან მაისიდან პერიოდს დღემდე. რაც შეეხება კითხვას, თუ რა მასალები გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს, მოგეხსენებათ შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ 1938 წლის ხაზით. შესაბამისად, სხვადასხვა მასალები, რაც ჩვენს მიერაა მოძიებული ბოლო პერიოდის განმავლობაში, აზუსტებს, თუ სად შეიძლება პოტენციურად გადიოდეს ხაზი",-განაცხადა დარსალიამ.

მისი თქმით, წარადგინეს დოკუმენტები, რომელსაც კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

"ჩვენ ეს საკითხი სხვადასხვა ექსპერტებს შევაფასებინეთ და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დოკუმენტები არის რელევანტური",-განაცხადა დარსალიამ.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარის პოზიციას, დარსალიას თქმით, მათ არ წარმოუდგენიათ არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განიხილონ აღნიშნული რუკა.

"ერთადერთი, რაც თქვეს ისაა, რომ მათთვის ამ რუკის განხილვა სასურველი არ არის",-განაცხადა დარსალიამ.

მისი განმარტებით, ქართული მხარის ხელთ არსებული მასალები ღირებულია.

"მასალები არის ღირებული, ამას ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობს. ეს მასალები უნდა განიხილოს კომისიამ. კომისიის სხდომაზე გამოჩნდება,თუ რამდენად მყარია ეს არგუმენტები. ჩვენი შეფასებით, ის ძალიან მყარია",-განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს