რომის პაპი - ჰომოსექსუალ ადამიანებს აქვთ უფლება იყვნენ ოჯახში, ისინი ღმერთის შვილები არიან, გვჭირდება კანონი სამოქალაქო კავშირზე

რომის პაპმა პირველად დაუჭირა მხარი ერთსქესიანთა სამოქალაქო კავშირებს. ამის შესახებ მან სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სახელწოდებაა „ფრანჩესკო“. მისი პრემიერა დღეს რომის კინოფესტივალზე შედგა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.

პაპის მხარდამჭერმა განცხადებამ ფილმის შუაში გაიჟღერა, სადაც დეტალურად განიხილება საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს რომის პაპს, მათ შორის: გარესამყარო, სიღარიბე, მიგრაცია, რასობრივი უთანასწორობა და შემოსავლების უთანასწორობა, ასევე დისკრიმინაციის შედეგად დაზარალებული ადამიანები.

„ჰომოსექსუალ ადამიანებს აქვთ უფლება იყვნენ ოჯახში. ისინი ღმერთის შვილები არიან. გვჭირდება კანონი სამოქალაქო კავშირზე, რათა დაცულნი იყვნენ კანონით“, - განაცხადა რომის პაპმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო