ეკა ბესელია - ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და  საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება ბანკზე თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება?

„ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება ბანკზე თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება?- ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე, რაღაც საოცარი განცდაა, რომ რაღაცას მალავენ და რაღაც კონფიდენციალური ამბები ხდება.

"ამ დროისთვის თქვენ თავდამსხმელის სახელი და გვარი იცით? შეიძლება, რომ საზოგადოებამ მეორე დღეს მაშინ, როდესაც მოლაპარაკება დასრულებულია, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელს ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს და გაიყვანეს უსაფრთხოდ, არავინ არ იცის სახელი და გვარი?! ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება? ესაა გასაიდუმლოებული და ვისთვისაა ეს გასაიდუმლოებული? ანუ ვისთვის ინახება ეს ინფორმაცია, ან რას ნიშნავს ის, რომ ამდენი საათის შემდეგ საზოგადოებამ და ქვეყანამ თავმდამსხმელი სად წავიდა არ იცის, რომელიც საფრთხის შემცველია. სახიფათოა არჩევნების წინა დღეებში ასეთი მოვლენების კვალდაკვალ პროცესები, სახიფათოა, დღისით მზისით, შეიარაღებული ადამიანი ყველაზე უფრო დაცულ სივრცეში შედიოდეს, ძალიან სახიფათოა, რომ ასეთი სპეციალური ფორმით აღჭურვილ ადამიანი, როგორ გადაადგილდებოდა და როგორ შევიდა ბანკში ამ ოპერაციის ჩასატარებლად. ამ დრომდე, რაღაც საოცარი განცდაა, რომ რაღაცას მალავენ და რაღაც კონფიდენციალური ამბები ხდება", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა