თვითმხილველის ინფორმაციით, ავჭალაში, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს

თვითმხილველის ინფორმაციით, ავჭალაში, იმ ადგილას, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს.

მისივე განცხადებით, სროლის ხმა მიყოლებით იყო.

„სროლის ხმა დაახლოებით, ერთი საათის წინ იყო. მიყოლებით გაისროლეს. მე სახლში ვიყავი. სხვა არაფერი ვიცი. დაახლოებით, 5 გასროლა იყო“, - აცხადებს თვითმხილველი.

ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: თვითმხილველების ინფორმაციით, ავჭალაში, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს