გორის „ახალბაღში“ ახალ ატრაქციონებს ამონტაჟებენ

„ახალბაღში“ სამი ახლადდამონტაჟებული ატრაქციონი ერთი საათით სატესტო რეჟიმში ჩაირთო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროცესს გორის მერი უწყების სხვა თანამშრომლებთან და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მათი ინფორმაციით, გორის კულტურისა და დასვენების პარკში სულ 6 ახალი ატრაქციონი მონტაჟდება.

„პროექტი ითვალისწინებს ორი ერთეული კარუსელის, მფრინავი სკამების, გემის, ელექტრო მატარებლის მონტაჟსა და ავტოდრომის რეაბილიტაციას, რომელიც ძველი მანქანებითაც ჩანაცვლდება. ხელშეკრულების მიხედვით, ატრაქციონების, როგორც სამონტაჟო, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 800 000 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

„ახალბაღში“ ახალი ატრაქციონების მოწყობა იყო გორელი პატარებისა და მათი მშობლების ერთ-ერთი დიდი სურვილი, რომლის განხორციელებასაც მათ მე საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი“, - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი