ოთარ კახიძე - დაუშვებელია, კრიმინალებს გაუვიდეთ ხელყუმბარით სადმე შევარდნა, მძევლების აყვანა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა

ამგვარი ფაქტის დაშვება ყველა მოქალაქეს საფრთხის ქვეშ აგდებს, რადგან მსგავს დანაშაულს ახალისებს, - ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ ზუგდიდის მოვლენებზე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას უპასუხა. მისივე თქმით, მინისტრის განცხადება, რომ ოპერაცია წარმატებული იყო, წარმოუდგენელი განცხადებაა.

„გუშინ შს მინისტრმა წარმოუდგენელი რამ თქვა - ყაჩაღის მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოფილა თურმე წარმატებული ოპერაცია და 10 მილიონი იქნება თუ 100 მილიონი, მივცემთ ყველას, არ არის პრობლემაო... დაუშვებელია, კრიმინალებს გაუვიდეთ ხელყუმბარით სადმე შევარდნა, მძევლების აყვანა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა. ამგვარი ფაქტის დაშვება ყველა მოქალაქეს საფრთხის ქვეშ აგდებს, რადგან მსგავს დანაშაულს ახალისებს! ასეთი ელემენტარული რამ ვისაც არ ესმის, როგორ შეიძლება შს მინისტრის თანამდებობას იკავებდეს? ქვეყანა ასეთი მავნებლების მართვის ქვეშაა. იმედია, ცოტა ხანი დარჩა ამ კატასტროფისა და მარაზმის დასრულებამდე,“ - განაცხადა კახიძემ. აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა