ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი - ეჭვი მეპარება შურისძიებაზე - არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას

ავჭალაში, სადაც ვალერიან ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს, ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი მივიდა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი.

„ბავშვის ნათლია ვარ, ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მოვედი. ეჭვი მეპარება შურისძიებაზე, ჩემი მეგობარი იყო და საკმაოდ კარგად ვიცნობდი. არანაირი ბუნტი, რაც შეეხება ნასამართლეობას, რამდენჯერმე არ იყო, ერთხელ იყო ნასამართლევი და სტრასბურგიდან გადაწყვეტილება ჩამოვიდა, რომლის მიხედვითაც ის უკანონოდ იყო ნასამართლევი. არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას, პატიოსან ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც კრიმინალზე არ ვსაუბრობთ. რომელ შურისძებაზეა ლაპარაკი, მეუღლე ნორმალურად ვერ ლაპარაკობს, დამირეკა და ძლივს მითხრა, რომ გარდაცვლილია. საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა, რა მოხდა. მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს" - განაცხადა წულეისკირმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს