31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკო-ს წევრებთან ერთად, 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი დააკვირდება.

„დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენები იბეჭდება 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების, რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკო-ს წევრებთან ერთად, 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი დააკვირდება“,-განაცხადეს ცესკო-ში.

მათი ინფორმაციით, ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით.

„ონის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ 4 ბიულეტენს. რაც შეეხება აჭარას, იქიდან გამომდინარე, რომ 31 ოქტომბერს იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც, ამომრჩევლები იქ მიიღებენ 4 ბიულეტენს, 2-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, 2-ს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის“,-განმარტავენ ცესკოში.

მათივე ინფორმაციით, ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.

„ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენაზე 135 საარჩევნო უბანს“,-განაცხადეს ცესკო-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა