ირაკლი სესიაშვილი - პოპულისტი უგულავას განცხადება სამარცხვინოა, რადგან  სურს, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბული სიტუაცია - ნუ ჩქარობს!

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამარცხვინოს და სასაცილოს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომ „თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს მსგავსი ქმედებების წახალისებაა“.

როგორც სესიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, უგულავას სურს, რომ მოსახლეობას დაუცველობის განცდა გაუჩნდეს.

„პოპულისტი უგულავას განცხადება სამარცხვინო და სასაცილოა იმიტომ, რომ რასაც ამბობს, რომ შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს ჯაჭვითი რეაქცია, არის მისი სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბული სიტუაცია და მოსახლეობას ჰქონდეს დაუცველობის განცდა. ჯერ ერთი, ამ პირს დავაკავებთ და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, ნუ ჩქარობს და ნუ აქვს იმის იმედები, რომ ჩვენს მოსახლეობას დაუცველობის განცდა დაეუფლება. პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი უსაფრთოების სისტემა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, ამიტომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება იმოქმედებს ადეკვატურად. პრიორიტეტი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თუმცა ვერცერთი დამნაშავე მართლმსაჯულებას ვერ დაემალება. გიგი უგულავას თავისი პოპულისტური სიტყვები დარჩება არჩევნების შემდეგ ცარიელ პოლიტიკურ ველზე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავას განცხადებით, თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს არის მსგავსი ქმედებების წახალისება და “მწვანე შუქის” ანთება. მისივე თქმით, ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის წარმატებაზე საუბარი არის უსინდისობა და ხელისუფლების სრული არაადეკვატურობის მაჩვენებელი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი