„ეკვილიბრიუმმა“ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს მარნეულში წიგნები ჩაუტანა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ მარნეულს ესტუმრა. ამ მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით განახლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ეს არის სკოლა, სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ერთად სწავლობენ.

მათი ინფორმაციით, წიგნები მარნეულის მე-2 საჯარო სკოლისთვის სკოლა „შავნაბადამ“ შეაგროვა.

„მარნეულის მე- 2 საჯარო სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ, სკოლაში სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ერთად სწავლობენ. შესანიშნავი წარმოდგენა დაგვახვედრეს ბწყინვალე ქართულით და საერთოდაც, ეს სკოლა არის საუკეთესო მაგალითი მრავალი აზრით. ჩვენ დღეს დავმეგობრდით და ვიცი, დიდხანს ვიმეგობრებთ. მარნეულელი ახალგაზრდებისთვის კი წიგნები სკოლა ,,შავნაბადამ'' შემოგვწირა“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა