თავდაცვის მინისტრი ხონში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონში, დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის შტაბის შენობა და ყაზარმები დაათვალიერა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონისა და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებული შენობა-ნაგებობები დაათვალიერა.

ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონის და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე ყაზარმების სრული შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ყველა შენობა უმაღლესი სტანდარტით მოეწყო და აღიჭურვა სველი წერტილებით, დამონტაჟდა კონდიცირება - ვენტილაციის სისტემები, სრულად განახლდა ოთახები. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკანალიზაციო და საინჟინრო ქსელებს, მოხდა გარე ფასადების რეკონსტრუქცია, ტერიტორიის გამწვანება და გარე განათების დამონტაჟება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა