დონალდ ტრამპი - ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება

ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას გამოეხმაურა, რომელიც დღეს დილიდან ამოქმედდება.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევის გამო ის თავისი გუნდით ამაყობს.

„ვამაყობ ჩემი გუნდით - სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი - ამ გარიგების მიღწევის გამო," - წერს დონალდ ტრამპი.

მედიის ინფორმაციით, მანამდე დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ლონდონბერიში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტს „ადვილად გამოასწორებს.“

"შეხედეთ სომხებს, შესანიშნავი ხალხია. ისინი ჯოჯოხეთურად იბრძვიან. იცით, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გამოვასწოროთ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ. ეს ასე იქნება, მე ამას მარტივს ვუწოდებდი. დაბრუნდით და უთხარით თქვენს ხალხს, რომ ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება - დონალდ ტრამპი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა