ამ დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა მიმართა

ამ დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა მიმართა. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9 000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის და კორონავირუსის გამო, კენჭისყრის დღისთვის თვითიზოლაციაში იქნებიან.

მისივე განცხადებით, მოქალაქეებმა გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით 26 ოქტომბრის 22 საათამდე უნდა მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს და პირები, რომლებიც თვითიზოლაციაში 27 ოქტომბრიდან იქნებიან, ვერ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით.

რაც შეეხება სპეციალური უბნის ამომრჩევლებს, როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, ისინი არ აძლევენ ხმას მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, ისინი ხმას მაჟორიტარულ ნაწილშიც აძლევენ და აქ გასათვალისწინებელია მათი რეგისტრაციის ადგილი.

"თუ პირი თვითიზოლაციაში, საკარანტინე სივრცეში ან სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება იმ ოლქში, სადაც დარეგისტრირებულია, მაშინ შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ორივე საარჩევნო სისტემით, ხოლო თუ მისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის გარეთაა, მაშინ მხოლოდ პროპორციული სისტემით მიიღებს მონაწილეობას“,-განმარტა ანა მიქელაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს