"ამბოლმა" მძღოლებისთვის საუკეთესო შეთავაზებების სერია დაიწყო

კომპანია "ამბოლი" მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებების 10-კვირიან სერიას სთავაზობს, რომლის ფარგლებში, 10 კვირის განმავლობაში, კომპანია ავტომფლობელებს საბურავებზე, აკუმულატორზე, ანტიფრიზზე, ხუნდებზე, ზეთებზე და ა.შ. - ყველა ავტო პროდუქტზე, რაც კი სჭირდება ავტომობილს იმისათვის, რომ სათანადოდ მომზადებული დახვდეს ზამთრის სეზონს, 10 სხვადასხვა ექსკლუზიურ შეთავაზებას გაუკეთებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ამბოლიდან" აცნობეს.

„ჩვენ ვიცით, როგორ ზრუნავ შენს ავტომობილზე, ამიტომ სპეციალურად შენთვის #10ავტოკვირეული შევქმენით. მომავალი 10 კვირის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, დაელოდე 10 უნიკალურ შეთავაზებას "ამბოლისგან" და ეკონომიურად, საუკეთესო ფასად მოამზადე ზამთრისთვის შენი ავტომობილი“, - აცხადებენ „ამბოლში“.

კომპანიის ცნობით, #10ავტოკვირეულის პირველი აქცია პარასკევს, 23 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ კვირის მანძილზე, ყველას, ვინც ამბოლში 4 საბურავს შეიძენს, კომპანია საჩუქრად გადასცემს ტექინსპექტირების ვაუჩერს და მპპდ-ს (მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევას).

"კერძოდ, თუ 4 საბურავის ღირებულება 700 ლარამდეა, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა ტექინსპექტირება „გრინვეიში“; 700-1200 ლარამდე შენაძენის შემთხვევაში საჩუქრად ტექინსპექტირება და 5 000 ლარიანი მპპდ, ხოლო 1200 ლარს ზემოთ თანხაზე - ტექინსპექტირება და 10 000 ლარიანი მპპდ;

უკვე მომდევნო პარასკევს, 30 ოქტომბრიდან ამბოლი ახალ შეთავაზებას გამოაცხადებს. ასე რომ, არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ ამბოლის ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ საუკეთესო შეთავაზება ყოველ პარასკევს.

აქციის ბოლოს "ამბოლი" განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს მათ, ვინც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ შენაძენს გააკეთებს "ამბოლის" ქსელში. უფასო საწვავი მთელი 2021 წლის განმავლობაში საჩუქრად ერგება მათ, ვინც "ამბოლი" ქარდზე ყველაზე მეტ ტრანზაქციას დააგროვებს თანხობრივად. კერძოდ: პირველი ადგილი: 100 ლიტრი საწვავი ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში! მეორე ადგილი: 50 ლიტრი საწვავი ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში! მესამე ადგილი: 30 ლიტრი საწვავი ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში!

Amboli Card-ის მიღება ნებისმიერ მსურველს პირველივე შენაძენზე შეეძლება "ამბოლის" ნებისმიერ ფილიალში, თბილისსა თუ რეგიონებში - ბათუმში, გორში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში. თანაც, "ამბოლი" არ ზღუდავს მომხმარებელს Amboli Card-ით სარგებლობაში და საშუალებას აძლევს, მისი ბარათით ისარგებლონ მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, რათა რაც შეიძლება მეტი ტრანზაქცია დაუგროვდეს და გახდეს ლიდერბორდის გამარჯვებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა