ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს - კოლეგებისადმი თქვენი პასუხები რეგლამენტთან დაკავშირებით რადიოთი ჩაიწერეთ და მერე ისე გაამეორეთ ხოლმე

კოლეგებისადმი თქვენი პასუხები რეგლამენტთან დაკავშირებით რადიოთი ჩაიწერეთ და მერე ისე გაამეორეთ ხოლმე, - ამ სიტყვებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართა.

თავის მხრივ, გოგიჩაიშვილი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც ნამახვან ჰესის მშენებლობის პრობლემაზე ისაუბრა და პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას დაბარების საკითხი დასვა. თალაკვაძემ კი ნაცვლიშვილს მიმართა, რომ მინისტრის პარლამენტში მოსვლის წესს რეგლამენტი არეგულირებდა და ფრაქციის სახელით კომიტეტისთვის მიემართა.

„ნურავის უმტკიცებთ, რომ რეგიონის, გარემოს დაცვის ან ენერგეტიკის ბედი ვინმეზე მეტად გაინტერესებთ, პარლამენტი თავის საზედამხედველო როლს ნებისმიერი მაღალი ინტერესის საკითხზე შეასრულებს“, - განაცხადა თალაკვაძემ ნაცვლიშვილის საპასუხოდ.

„ჩვენ ეს საკითხი თქვენზე მეტად გვაინტერესებს ბატონ არჩილ, რადგან ჩვენ ამ ქვეყნის ინტერესებს ვემსახურებით, ხოლო თქვენ ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის კორუფციულ ინტერესებს ემსახურებით. ეს არის განსხვავება თქვენსა და ჩვენს შორის“, - ამ სიტყვებით თალაკვაძეს ლევან გოგიჩაიშვილმა მიმართა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა