გრიგოლ ვაშაძე - კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ

„გაერთიანებული ოპოზიცია - ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი წარადგინა.

როგორც წარდგენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, „გაერთიანებული ოპოზიციის“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.

„ლევან ბეჟაშვილმა გადააქცია მოძველებული, ჩამყაყებული კომინისტური, ბოლშევიკური კანტორა თანამედროვე აუდიტის სამსახურად. გიორგი ბოტკოველი დღე და ღამე მუშაობდა იმაზე, რომ კახეთში მშრომელ ადამიანს საშუალება ჰქონოდა ოჯახი კი არ შეენახა, ამაყად მდგარიყო ფეხზე. კარგად დაფიქრდით, კარგად გაითვალისწინეთ, რაც 9 წლის განმავლობაში ნახეთ და რაც 8 წლის განმავლობაში ნახეთ და როცა შეადარებთ, გულით, სინდისით და გონებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღეთ, რადგან ალტერნატივა გაერთიანებულ ოპოზიციას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების, თუ გვინდა ნორმალური, განვითარებული, ცივილიზებული საქართველო ვნახოთ, არ არის“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, კახეთში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ გაკეთდა.

„ყვარელში რომ შემოდიხარ, ცენტრში კიდევ ერთხელ ხედავ, რომ თუ რამე გაკეთდა კახეთში, ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდის მიერ. როდესაც მიშამ თქვა, არამარტო უცხოელი ტურისტები, არამედ ქართველები დაისვენებენ კახეთშიო, მაშინდელი ოპოზიციის ქილიკი გახსოვთ. ზუსტად იმ დროიდან დაიწყო კახეთში ყურძნის მწარმოებლის ღვინის მწარმოებლად გადაქცევა, ქვევრის გაცოცხლება, რომელიც ჩვენი კულტურის უზარმაზარი ნაწილია, ხელოვნებამდე აყვანა ღვინის წარმოების, შატოების გახსნა, ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან ტურისტების ჩამოსვლა და სამწუხაროდ, აფრენილ ჩიტს რომ ტყვიას მოარტყამ, ისე გაჩერდა ყველაფერი 2012 წელს. ქიზიყში არ ყოფილა ბატონყმობა, 21-ე საუკუნეში დაგვიწესეს ბატონ-ყმობა. თქვენებურად, კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონ-ყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა