ანა დოლიძე - ცესკომ ყველაზე მეტი გადასატანი ყუთი დიდუბე-ჩუღურეთში დაამატა, მმართველ გუნდს ყველაზე მეტად ამ ოლქის ეშინია

ცესკომ ყველაზე მეტი გადასატანი ყუთი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დაამატა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მმართველ გუნდს ყველაზე მეტად დამარცხების სწორედ ამ უბნებში ეშინია და, სავარაუდოდ, სწორედ აქ ემზადება არჩევნების გასაყალბებლად, - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც კომისიის სხდომა სპეცუბნებთან და გადასატან ყუთებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

„მე დღეს აქ მოვედი, რათა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ცესკო ცდილობს გადასატანი ყუთების მეშვეობით არჩევნები ხელისუფლების კანდიდატებს მოაგებინოს. ცესკოს გადაწყვეტილებით, დიდუბე-ჩუღურეთში არჩევნების დღეს ცხრა გადასატანი ყუთი იქნება, რომლის გაკონტროლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არცერთ ოლქში ამდენი გადასატანი ყუთი არ დამატებულა, რაც ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას და ბატონ გიორგი ვოლსკის უჭირს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ამიტომ ისინი ნებისმიერი საშუალებით ეცდებიან ამომრჩევლის ხმების მითვისებას“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ოპოზიციას მიმართა, რომ შეუერთდნენ მის პროტესტს სპეცუბნებთან და გადასატან ყუთებთან დაკავშირებით. ანა დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფაქტებით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა