შსს ადასტურებს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულია ბადრი ესებუა  და მიმდინარეობს მისი ადგილსამყოფელის დადგენა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, ესებუას იდენტიფიცირება თავდასხმის ღამესვე მოხდა.

„მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების და მასში აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა. ასეთი სიმძიმის დანაშაულზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს. ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია აღნიშნული პირის ვინაობა პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციული, სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.

მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით პოლიცია საგამოძიებო სამძებრო მოქმედებებს აქატიურად განაგრძობს“, - განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: შსს-მ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო