ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ დანაშაულს ტერორიზმის მუხლით იძიებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბორცვაძემ ამავე ბრიფინგზე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დანაშაული ბადრი ესებუამ ჩაიდინა, რომელიც, მისივე ინფორმაციით, 1988 წელს არის დაბადებული.

ბორცვაძის განცხადებით, ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით აქტიური საპოლიციო სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს