ვლადიმერ ბორცვაძე - საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ემსახურება, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირის ადგილსამყოფელის დადგენას, ასევე გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბადრი ესებუას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით შსს-ს დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.

ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დამნაშავის დასაკავებლად, ასევე მისი თანამზრახველების გამოსავლენადაც.

„საგამოძიებო-საპოლიციო ღონისძიება არ ტარდება მხოლოდ პიროვნების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ასევე ტარდება სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესაბამისად, სხვადასხვა ლოკაციებზე საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის როგორც ადგილსამყოფელის დადგენას, ასევე გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას. თუ ჩავთვლით საჭიროდ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას სხვადასხვა კერძო საკუთრებაში, ამას გავაგრძელებთ“,- აღნიშნა მან.

ამასთან ბორცვაძემ აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია დავით ხვიბლიანთანაც და ასეთი მოქმედებები კიდევ ჩატარდება.

„ჩვენ თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა თავდამსხმელთან და შევკრავთ ამ მტკიცებულებებით შესაბამის სტანდარტს კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომ იგი იყო შემსრულებელი, ეხმარებოდა ამ დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართაც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ბორცვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს