ბელარუსში სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში გუშინ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო მსვლელობები მოაწყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საპორტესტო აქციებს ასობით სტუდენტიც შეუერთდა.

ადამიანის უფლებების ცენტრის, „ვესნას“ ცნობით, გუშინ გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა სულ მცირე 235 ადამიანი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უარყო ინფორმაცია საყოველთაო გაფიცვის დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ ყველა მსხვილი სამრეწველო კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს