პაკისტანის რელიგიურ სკოლაში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მდებარე რელიგიურ სემინარიაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.

ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ აფეთქების შემდეგ მათთან 70-მდე დაშავებული პაციენტი შეიყვანეს.

ადგილობრივი სამართალდამცავების თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება პოლიეთილენის პარკში იყო მოთავსებული.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს