„ევროპული საქართველოს“ კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ - 27.3%, „ნაცმოძრაობას“ - 18.5%, „ევროპულ საქართველოს“ - 11.7% უჭერს მხარს

„ევროპულმა საქართველომ“ 19-25 ოქტომბრის კვირაში, მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ გამოკითხვის გზით, 2800 ადამიანის სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევის მიხედვით ნედლი პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 27.3 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 18.5 %“, „ევროპული საქართველო“ - 11.7 %, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5.3 %, „ლელო“ - 5.1 %, „ლეიბორისტული პარტია“ - 4.1 %, „გირჩი“ - 4.03 %, „ერთიანი საქართველო“ - 3.01 %, „გამარჯვებული საქართველო“ - 2.1 %, „მოქალაქეები“ - 1.9 %, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1.4 %, „სხვა პარტიები“ - 2.3 %, არ გადამიწყვეტია/უარი პასუხზე - 13.26 %.

კვლევაში ცდომილება 3%-ია.

„ამ კვლევიდან ძალიან კარგად ჩანს ის მდგომარეობა, რომელიც დღეს რეალურადაა ქვეყანაში. მოსახლეობა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნების გამარჯვების შანსი არ აქვს”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კითხვაზე, "რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა?" შედეგები ასე განაწილდა: არასწორი მიმართულებით - 65.5% სწორი მიმართულებით - 30.4 % არ ვიცი/უარი პასუხზე - 4.1%.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს