საუდის არაბეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ისლამის ტერორიზმთან დაკავშირების ნებისმიერ მცდელობას ვგმობთ

საუდის არაბეთი ისლამის ტერორიზმთან დაკავშირების ნებისმიერ მცდელობასა და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელ კარიკატურებს გმობს, - „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობა და ექსტრემიზმი მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

საფრანგეთსა და ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაიძაბა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პარიზის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის მკვლელობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს.

მისივე თქმით, "ისლამისტური სეპარატიზმი" საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადონ. ბოიკოტის შესახებ განცხადება რამდენიმე არაბულმა სავაჭრო ასოციაციამაც გააკეთა. ასევე ცნობილი გახდა, რომ პაკისტანის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის მთავრობას პარიზიდან ელჩის გამოწვევისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ერაყში, თურქეთსა და ღაზას სექტორში საპროტესტო აქციები გაიმართა. მედიის ინფორმაციით, ბაღდადში დემონსტრანტებმა საფრანგეთის დროშა დაწვეს და ემანუელ მაკრონის სურათებს ფეხით გადაუარეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა