ანა დოლიძე - გამიკვირდა, რომ ზუგდიდში მომხდარს დაემატა ტერორიზმის კვალიფიკაცია - გამობრძანდეს უსაფრთხოების სამსახური და მიუთითონ, რატომ არის ეს ტერორისტული აქტი

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიების ტერორიზმის მუხლით წარმოება გაუგებარია.

დოლიძის განმარტებით, ტერორიზმის კვალიფიკაციას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტი, ზუგდიდის შემთხვევაში კი „პოლიტიკური მიზნების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვქონია".

„გამიკვირდა, რომ ზუგდიდის დანაშაულს დაემატა ტერორიზმის კვალიფიკაცია. საერთაშორისო მიდგომებიდან გამომდინარე, ტერორიზმის კვალიფიკაციას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტი, ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, ან პოლიტიკური მოთხოვნა. პოლიტიკური მიზანი აუცილებლად უნდა ახლავდეს დანაშაულს, თუ მას ვარქმევთ ტერორისტულ აქტს. ზუგდიდის შემთხვევაში არანაირი ინფორმაციას არ გვქონია პოლიტიკური მიზეზის შესახებ, მძარცველს უნდოდა ქონების მითვისება ძალადობრივი მეთოდებით“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვერ აბამს ამ საქმის გამოძიებას და არაპროფესიონალურად უმატებენ მუხლს იმისთვის, რომ ამ საქმეში უსაფრთხოების სამსახური ჩაერთოს.

„ან გამოვა უსაფრთხოების სამსახური და იტყვის, რომ როგორ ჰქონდა ამას პოლიტიკური კომპონენტი, ან გამოდის, რომ აბსოლიტურად ზედაპირულად და არაპროფესიონალურად უმატებენ მუხლს უბრალოდ იმისთვის, რომ ამ საქმეში ჩაერთოს უსაფრთხოების სამსახური. გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვერ აბამს ამ საქმის გამოძიებას, არავითარი სიურპრიზი ეს ჩვენთვის არ იქნება და არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმარტივესი საქმეები ვერ მიჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლომდე. გამობრძანდეს უსაფრთხოების სამსახური და მიუთითონ რატომ არის ეს ტერორისტული აქტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა