რატი იონათამიშვილი - ხელმოცარული ოპოზიციისგან უსინდისო განცხადებები არ მიკვირს, ისინი ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და არა „ქართულ ოცნებას"

ხელმოცარული ოპოზიციისგან უსინდისო განცხადებები არ მიკვირს, ისინი ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და არა „ქართულ ოცნებას", - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საკითხზე ოპოზიციის კრიტიკას.

მისი თქმით, კითხვა, თუ რატომ გადაეცა უსაფრთხოების სამსახურს გამოძიება, არარელევანტურია.

„სამართალდამცავები ახორციელებენ ამ ოპერაციის მეორე ეტაპს და დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე წარმატებული, იქნება როგორც პირველი იყო. ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას სწყინს ის, რომ ჩვენი სამართალდამცავები არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული.

საქმე რომ არის გამოძიებული, ეს ყველა მოქალაქემ იცის. მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა და უმძიმეს მუხლებზე გაკეთდა სწორება, რომელიც ტერორიზმის აქტს გულისხმობს, ცხადია ეს შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს. თუ ამაზე ვინმეს კითხვები უჩნდება, ეს ცხადია არის მცდარი და უსინდისო განცხადებები, მაგრამ ეს ხელმოცარული ოპოზიციისგან არ მიკვირს, რადგან ისინი სინამდვილეში ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და არა "ქართულ ოცნებას". საზოგადოება ხედავს, ვის რა მოტივაცია გააჩნია, ვისთვის არის ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული და ვისთვის სახელმწიფოებრივად.

სახელმწიფოს დაზიანებას პირველ რიგში ცდილობს ზუსტად ეს ხელმოცარული ოპოზიცია. საზოგადოება ხედავს, რომ სახელმწიფო მუშაობს და მუშაობს ეფექტურად,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს