ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რაოდენობა ჯამში 1678-ს შეადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 90 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა და მათი ჯამური რაოდენობა 1678-ს შეადგენს.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალში მზარდია, თუმცა ეს საქართველოს გარდა მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნისთვისაც დამახასიათებელია.

„სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიურად ინფიცირდება ჩვენი კოლეგა სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეის დილისთვის გვყავდა 90. ჩვენ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ მოსახლეობის და ამიტომ, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია სამედიცინო პერსონალში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ყველგან ასეა. როდესაც გაზაფხულზე შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, გვყავდა 140-მდე სამედიცნო პერსონალი ინფიცირებული, რომელიც საერთო ინფიცირებულთა 12-13%-ს შორის მერყეობდა, დღეისთვის ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ს.

აბსოლუტურ რიცხვში გაზრდილია ექიმების ინფიცირების რიცხვი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, როდესაც გვაქვს ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში ინფექციის’’, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა