გიგა ბოკერია - 2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე „ოცნების“ და "ნაციონალების" ლიდერებს სერიოზული დისკუსიისთვის ვიწვევთ

ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან გეგმავს ქვეყნის სრული ჩაკეტვის შესახებ განაცხადოს. როგორც ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „მეორე ტურის წინ ხელისუფლება ფორის შექმნას აპირებს, რადგან კარგად იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს“.

ბოკერია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დებატებში მონაწილეობის და ამ თემაზე სერიოზული დისკუსიის გამართვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) „ლოქდაუნის“ გამოცხადებას. ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი