დავით ხვიბლიანის განცხადებით, მისი და თავდაცვის სამინისტროს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

დავით ხვიბლიანი, რომელიც "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას აყვანილ 19 მძევალთა შორის იყო, აცხადებს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

როგორც ხვიბლიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასამართლოში სარჩელი შეაქვს მისი პირადი ღირსების შელახვისთვის, თავდაცვის სამინისტროს შეურაცხყოფისთვის და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ის "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ბადრი ესებუას თანამზრახველია.

"ვინც ჩემს პირად ღირსებას ეხება და უაზრო რამეს ამბობს, აუცილებლად შევიტან საჩივარს. მყავს ადვოკატები და საჩივარი შემაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს არ ვიზამ ვიდრე, გამოძიება არ დასრულდება, რადგან არ მინდა გამოძიებას ხელი შეეშალოს. ჩემს ყველა კომენტარში აღვნიშნე, რომ მე ამაზე რეაგირება მექნება. საჩივარი შემაქვს ასევე იმაზე, რომ ჩემს პირად ღირსებას და ასევე თავდაცვის სამინისტროს აყენებენ შეურაცხყოფას", - განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ უცნობმა წყარომ მას მძარცველის ვინაობა დაუსახელა და ორი "ფეიკ" მძევალი ამოიცნო. "სამი მძევლიდან ორი იყო „ფეიკ“ მძევალი, სინამდვილეში მძევლად აყვანის თანამონაწილე, ასევე შეიარაღებული. ერთ-ერთის სახელი დავით ხვიბლიანია“, - წერს გვარამია „ფეისბუქში“.

იხილეთ ვიდეო: გეგმავს თუ არა დავით ხვიბლიანი სასამართლოში საჩივრის შეტანას?

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!