ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, „ნაცმოძრაობა“ 31 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებას არა 12:00 საათიდან, არამედ 20:00 საათის შემდეგ გეგმავს, როცა საარჩევნო უბნები დახურული იქნება

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ პარტია 31 ოქტომბერს შეკრებას გეგმავს. თუმცა, როგორც უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რუსთაველის გამზირზე პარტიის მხარდამჭერები არა 12:00 საათიდან შეიკრიბებიან, როგორც ამის შესახებ ხელისუფლებამ განაცხადა, არამედ ღამის 20:00 საათის შემდეგ, როდესაც უკვე საარჩევნო უბნები დახურული იქნება.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მათ სურთ, რომ არჩევნებში გამარჯვება ერთად იზეიმონ.

„მინდა გამოვეხმაურო „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგს. თუმცა, რთულია, ამ ფორმატს დაარქვა ზოგადად ბრიფინგი, რომელსაც ჩვენ ბოლო დღეების განავლობაში „ქართულ ოცნებაში“ ვხედავთ, რომელიც დაახლოებით 2 საათს გრძელდება ყოველდღიურად. შინაარსის განხილვაში საერთოდ არ შევდივარ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ გარადაუვალი მარცხის წინ, წინასაარჩევნო აგონიაშია.

მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს, 12:00 საათიდან გეგმავს რუსთაველის გამზირზე შეკრებას და მრავალათასიანი აქციის ჩატარებას, რაც მტკნარი ტყუილია. „ქართულ ოცნებაში“ ან წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ ან შეგნებულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. მართლაც შესულია ჩვენი სახელით განაცხადი მერიაში, 31 ოქტომბერზე, ოღონდ ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12:00 საათიდან, არამედ საღამოს 20:00 საათის შემდეგ. მას შემდეგ, რაც უკვე საარჩევნო უბნები დაიხურება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, თუ როგორც შედის საარჩევნო ოქმები ცესკო-ში და რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი განმარტებით, განაცხადში 12:00 საათი არის მითითებული, რადგან ამ დროს რუსთაველის გამზირზე ღონისძიების დასაგეგმად ტექნიკური პერსონალი მივა.

„ასე რომ, მოეშვით ბატონებო ეკრანიდან ამ ტყუილების ტირაჟირებას მუდმივად და საათობით. გასაგებია, რომ ნერვიულობთ და სანერვიულო ნამდვილად გაქვთ, რადგან 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა დაგემშვიდობებათ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია, რომ მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან შეკრებას გეგმავს.

დღესვე თბილისის მერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, პარტია 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ, 12:00 საათიდან, 24:00 საათამდე მრავალსაათიანი შეკრების ორგანიზებას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა