მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ყველა, თუკი იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის შემოტანის რაიმე სურვილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ჩვენი მხრიდან კანონის ფარგლებში ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ სამგორში, მაჟორიტარობის კანდიდატის სოზარ სუბარის წარდგენისას გააკეთა.
“მინდა უპასუხისმგებლო ოპოზიციური პარტიების განცხადებას გამოვეხმაურო, რომ აქვთ სურვილი 31 ოქტომბერს აქციები ჩაატარონ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად არის დაცული და უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ყველა ადამიანს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც განხვავებული მოსაზრება აქვს, რა თქმა უნდა, აქვთ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულება სხვადასხვა ფორმით გამოხატონ, მათ შორის მოაწყონ მიტინგები, მაგრამ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა გაკეთდეს. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ყველა, თუკი იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის შემოტანის რაიმე სურვილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ჩვენი მხრიდან კანონის ფარგლებში ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.