ირაკლი კობახიძე - "საქართველოს ბანკის“ მძარცველი "გაგვექცა" არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში

„საქართველოს ბანკის“ მძარცველი კი არ გაგვექცა, პოლიციამ 43 მძევლის სიცოცხლე გადაარჩინა, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს აუცილებლად დააკავებენ.

"საქართველოს ბანკის“ მძარცველი კი არ გაგვექცა, 43 მძევლის სიცოცხლე გადაარჩინა პოლიციამ. ეს არის რეალობა. „გაგვექცა“ სხვა რამეა. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, მეორე დანაშაულის გახსნაც დასრულდა წარმატებით და ესეც არის შს სამინისტროს ეფექტიანობის შედეგი. მესამე ფაზაც ძალიან მალე დასრულდება. გაგვექცა არასწორი სიტყვაა.

სპეცოპერაცია ჩატარდა არსებული სახით, იმის გამო, რომ არცერთი ადამიანი არ დაღუპულიყო. ოპერაცია გრძელდება და ეს პირი აუცილებლად იქნება დაკავებული. გაგვექცა არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია