ნათია თურნავა - ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის - მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები

მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა და ამასთანავე, აღნიშნა, რომ ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის და მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენის საშუალებას არა მხოლოდ კვლევები, არამედ მოსახლეობის განწყობებიც იძლევა.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ამას ყველა ობიექტური კვლევა და ასევე, მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველსავე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამის რწმენის საფუძველს არა მხოლოდ კვლევები გვაძლევს, არამედ ყოველდღიური შეხება მოსახლეობასთან. ჩვენ მუდმივად დავდივართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც ნდობის მანდატს მოგვანიჭებს. რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ პრაქტიკულად, სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან, ყოვლად მიუღებელია! მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები,“- განაცხადა თურნავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს