არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, დაღუპული სამხედროების რაოდენობა 1 119-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების შედეგად კიდევ 51 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპული სამხედროების რაოდენობა 1 119-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს