ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება

ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასთან მიმართებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია მარტივი მიზეზის გამო ვერ ახერხებს საკუთარი სცენარების რეალიზებას - მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა.

„ჯერ რისი თავი აქვთ, რომელი შეიარაღებული ძალები და რომელი შეიარაღება უნდა გამოიყენონ, მაგრამ როდესაც კითხვას სვამ იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მისაღებია ადამიანებისთვის სახელმწიფო შენობების დაკავება, შეიარაღებული ძალების გამოყენება, როდესაც ამას ტესტავ, ეს ხომ მეტყველებს შენს დანაშაულებრივ ბუნებაზე. აქ პირდაპირ გამოჩნდა დანაშაულებრივი განზრახვა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აღსრულება არ უწერია. ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ზუსტად ამიტომ რჩებიან ისინი უნიათო რევოლუციონერებად და ასეთებად დარჩებიან მომავალში,“- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა