კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე 91 ბაღია დახურული

ამ ეტაპზე 91 ბაღია დახურული, თუმცა ეტაპობრივად დახურული ბაღები იხსნება, მათ შორის, 6 ბაღი უკვე გაიხსნა, - ამის შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბაღებში აღსაზრდელების დასწრება დაახლოებით 25-30 %-ითაა შემცირებული.

„91 ბაღია ამ ეტაპზე დახურული, თუმცა ეტაპობრივად დახურული ბაღები იხსნება. მათ შორის, 6 ბაღი უკვე გაიხსნა, ანუ თვითიზოლაციის პერიოდი გაიარეს და სიმპტომატიკის მიხედვით, თანამშრომლებსა, თუ აღსაზრდელებს ვირუსი არ დაუდასტურდათ. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე 91 ბაღია დახურული“, - განაცხადა გვანცელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა