კახა კალაძე - შემიძლია დაგპირდეთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მზად არის, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს საკუთარ ხალხს

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ერთობით შევძლებთ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არსებობს თბილისში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის გამოწვევად რჩება როგორც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე ოკუპირებული ტერიტორიები.

„ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და გააკეთა ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ეკონომიკის მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია, სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი იყოს შემცირებული. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გონიერებით, განათლებით, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი მოგვარდება“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.

„მიუხედავად ბევრი კარგი პროექტისა, რომელიც განხორციელდა, წინ გადადგმული ნაბიჯებისა, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში, ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, პრობლემები. შემიძლია ბევრი პრობლემა ჩამოვთვალო როგორც მთაწმინდის, ასევე კრწანისის რაიონში, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ხელისუფლება, რომელიც მზად არის, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს საკუთარ ხალხს, გააკეთოს ის, რასაც საჭიროება მოითხოვს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი ან ერთი კონკრეტული უწყება ვერაფერს შეძლებს. მაგრამ ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია“,- განაცხადა კალაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა