ალეკო ელისაშვილი - ირაკლი კობახიძეს სიმწრის ოფლი ასხამს, 2 დღეში შეიძლება დაკარგოს სიკეთეები, რაც ხალხის ხარჯზე მოიპოვა - მიედ-მოედება 60-75%-ს ავიღებო, კარგი რა, მადაგასკარზე ხომ არ ვცხოვრობთ?

რაც არ უნდა ცუდი სიზმრები ნახოს ირაკლი კობახიძემ და მერე მოგვყიდოს, როგორც აპოკალიფსი, არც ბიულეტენების მოპარვას ვაპირებ და არც კოვიდის წესების დარღვევას, თუ ვინმე აპირებს აღკვეთონ - ხელისუფლებას უნდა ხალხი მაქსიმალურად შეაშინოს, არიქა, არმაგედონი, მეორედ მოსვლა და წარღვნა დაიწყება, 1-ელი ნოემბრის მერე , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე სწორედ იმაზე ნერვიულობს, რომ რამდენიმე დღეში იმ სიკეთეებს დაკარგავს, რომელიც 8 წლის განმავლობაში მოიპოვა.

„ეს აპოკალიფსი გასაგებია, ირაკლი კობახიძე ნერვიულობს. 2 დღეში შეიძლება დაკარგოს ის სიკეთეები, რაც ხალხის ხარჯზე მოიპოვა. 8 წლის განმავლობაში, რომ ჯიპებით დასეირნობდა და ხალხის ფულით საზღვარგარეთ დასეირნობდა, სრა-სასახლეები აიწყეს, უზარმაზარი აგარაკები. სიმწრის ოფლი ასხამს კობახიძეს და რას ლაპარაკობს, რას მიედ-მოედება, 60-75%-ს ავიღებო, კარგი რა, მადაგასკარზე ხომ არ ვცხოვრობთ, მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მათგან განსხვავებით, მართლა ხალხს ვხვდები, მათი რეალური განწყობა ვიცი, რომ არის, როგორც ჩახმახი არის ხოლმე თოფზე შეყენებული, ისე არის ჩახმახივით ხალხი, ერთი სული აქვთ, რომ დროზე მოვიდეს 31 ოქტომბერი, რომ შეცვალონ ხელისუფლება. ამას ნერვიულობს ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, განცხადებები რევოლუციური სცენარების თაობაზე „სისულელეა“.

მისი თქმით, თუ ასეთი რამ მართლაც იგეგმება, მისი აღკვეთა ხელისუფლების მოვალეობაა.

„სისულელეა, რას ჰქვია იგეგმება, რას აკეთებენ მერე იმისთვის, რომ არ მოხდეს. ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა და კიდევ ორი დღე იქნებიან ხელისუფლებაში, რომ არ მოხდეს და არ დაუშვან ასეთი რამ. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომელ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ეს არის სრული ბოდვა. იგეგმება რას ნიშნავს? - სხვა ქვეყანაში იგეგმება და მათი კომპეტენცია ვერ წვდება? ხელისუფლებას აქვს დანაშაულის პრევენციის ვალდებულება, მაგრამ რომელ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ? ერთმა ავტომატიანმა კაცმა რომ მთელი სახელმწიფო შეარცხვინა, იმაზე ხომ არა? თუ იმ ხელისუფლებაში გამგეობა რომ ააფეთქეს და ბანკომატი გაძარცვეს? ამ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ - ბოთეების ხელისუფლებაზე. რაც არ უნდა ცუდი სიზმრები ნახოს ირაკლი კობახიძემ და მერე ეს მოგვყიდოს, როგორც აპოკალიფსი, მე არც ბიულეტენების მოპარვას ვაპირებ და არც კოვიდის წესების დარღვევას, თუ ვინმე აპირებს აღკვეთონ ეს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა მაქსიმალურად ხალხი შეაშინოს, რომ არიქა, არმაგედონი დაიწყება, მეორედ მოსვლა და წარღვნა 1-ელი ნოემბრის მერე“, - აცხადებს ელისაშვილი.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება