სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ რუსთავის გზატკეცილზე „ქართული მარშის“ წევრებს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

თბილისი რუსთავის ცენტრალურ მაგისტრალზე „ქართული მარშის“ წევრებმა გზა გადაკეტეს. ადგილზე შეხლა-შემოხლა იყო „ქართული მარშის“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის, რომლებიც თბილისში, პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიდიოდნენ.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი თბილისში წინასაარჩევნო შეხვედრიდან ბრუდებოდნენ, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების კოლონა შეხვდათ.

„ესენი არიან მკვლელები. თავს დაგვესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ზონდერები. ჩვენი მანქანების კოლონა მოემართებოდა მარნეულიდან, წინასაარჩევნო შეხვედრიდან. ამ დროს აქ შეგვხვდა „ნაციონალების“ ერთ-ერთი კოლონა, მოხდა შეჯახება ჩვენს მანქანზე. ორ ადამიანს, ორ ქალბატონს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი