საფრანგეთმა უსაფრთხოების განგაშის სტატუსი მაქსიმალურ დონემდე გაზარდა

საფრანგეთმა უსაფრთხოების განგაშის სტატუსი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მაქსიმალურ დონემდე გაზარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის რეაგირება ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე „მტკიცე და ულმობელი იქნება.“

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა. დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გარდაცვლილ ქალს თავი აქვს მოკვეთილი. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ნიცის მერმა კრისტიან ესტროსიმ მომხდარი ტერორიზმად შეაფასა. მისი თქმით, თავდამსხმელი დაკავებამდე და დაკავების შემდეგაც გამუდმებით იმეორებდა ფრაზას "ალაჰ აკბარ.“ დღესვე საფრანგეთში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ქალაქ ავინიონში სამართალდამცავებმა მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც გამვლელებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ხმამაღლა იძახდა : „ალაჰ აკბარ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა