სენატორი რიში - ამ არჩევნების სანდოობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა.

როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან შეკითხვის პასუხად განაცხადა, ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„არჩევნების ჩატარება დემოკრატიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სავარჯიშოა და პანდემიის პირობებში, საქართველო უქმეებზე არჩევნებისთვის ემზადება, ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. მე მოველი, რომ ვიხილავ საქართველოს მიერ მისი დემოკრატიული არჩევანის და სტაბილურობის დადასტურებას თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებით. ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ჩარჩოს პატივისცემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიები მიმდინარე წელს შეთანხმდნენ“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა