დავით ბაქრაძე - ხელისუფლების ტაქტიკაა, ყველა გააერთიანოს და თქვას: იქით მხარესაა "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი, რომელთაც არეულობა და სისხლი მოაქვთ, აქეთ კი ჩვენ - სტაბილურობის გარანტი

ხელისუფლების ტაქტიკაა, რომ ყველა გააერთიანოს და თქვას - იქით მხარესაა ყველა დანარჩენი და ეს ყველა დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია, აქეთ მხარეს კი ჩვენ ვართ - სტაბილურობის გარანტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას, რომელსაც გეგმა არა აქვს, ხედვა არა აქვს, ისევ დემონიზაციაზე საუბრობს.

„მე არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში საღი აზრის ადამიანი არსებობდეს, რომელიც სერიოზულად იფიქრებს, რომ დათო ბაქრაძე ქვეყანაში შეიარაღებულ ამბოხს აპირებს. ესაა ხელისუფლების ტაქტიკა, რომ ყველა გააერთიანოს და თქვას - იქით მხარესაა ყველა დანარჩენი და ეს ყველა დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია, აქეთ მხარეს კი ჩვენ ვართ. იქით მხარეს - არეულობა და სისხლი მოაქვს, აქეთ მხარეს ჩვენ - სტაბილურობის გარანტი. სინამდვილეში ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ, და იცით, ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ. მის პრემიერობას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ და მეორე, ჩვენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ვართ და იმ დროს, როდესაც ხელისუფლება გამოდის და ელექტროშოკზე ლაპარაკობს, ჩვენ ამ დროს ვსაუბრობთ, რომ გადასახადებს შევამცირებთ, 100 000 სამუშაო ადგილს შევქმნით და პენსიასა და სოციალურს გავაორმაგებთ. ხელისუფლებას, რომელსაც ამაზე ლაპარაკი არ შეუძლია, გეგმა არა აქვს, ხედვა არა აქვს ისევ დემონიზაციაზე ლაპარაკობს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა